პროდუქცია |
კომპანია ,,მეტალინვესტი“ გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:
![]() ცივად ნაგლინი ფურცელი მზადდება გოსტ 9045-93 მიხედვით, 3.9 მმ-მდე სისქით, შემდეგი მარკის ფოლადისგან: 08ю, 08пс, 08кп.
ცხლად ნაგლინი ფურცლის მიწოდება ხდება ფურცლების ან რულონების სახით და შეიძლება იყოს: ჩვეულებრივი ხარისხის, მცირედ ლეგირებული, კონსტრუქციული, ხარისხიანი.
ჩვეულებრივი ხარისხის ფურცელი მზადდება თხელფურცლოვანი ფოლადისგან (სისქე 0.5 – 3.9 მმ) გოსტ 16523-89 და სქელფურცლოვანი ფოლადისგან (სისქე 4-160 მმ) გოსტ 14637-89.
არმატურა სორტული ნაგლინის სახეობაა, კერძოდ, გლუვი (გლუვი არმატურა ა1) და პერიოდული პროფილის (დაღარული არმატურა ა3) ცხლად ნაგლინი მრგვალი ფოლადი, განკუთვნილი ჩვეულებრივი და წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისთვის.
![]() ჩვეულებრივი ხარისხის ნახშირბადოვანი ფოლადის გლინულა, რომელიც განკუთვნილია მავთულზე გადაჭიმვისა და სხვა მიზნებისთვის, მზადდება გოსტ 535-88 თანახმად. ამასთან, გლინულას სორტამენტი შეესაბამება გოსტ 30136-95.
კუთხოვანა სორტული ნაგლინის ლითონის ნაკეთობაა, რომელსაც ამზადებენ მილის დგანებზე ხარისხიანი კონსტრუქციული ფოლადისგან. ნაგლინი ლითონის კუთხოვანა გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სფეროში, განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში ბეტონის გასაძლიერებლად მაგარი არმატურის სახით (ასევე შველერი, ტესებრი და ორტესებრი კოჭები) მაღალ კარკასულ შენობათა მონოლითურ ნაგებობებში, მძიმედ დატვირთულ და დიდმალიან გადახურვებსა და საფარებში.
![]() არმატურის მრგვალი ფიქსატორები (დამცავი საფარის ფიქსატორები) განკუთვნილია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში დამცავი საფარის ფორმირებისთვის. გამოიყენება 5 მმ (ფიქსატორები5/10, 5/15, 5/20, 5/25, 5/30), 10-12 მმ (ფიქსატორი 12/20), 12 მმ (ფიქსატორი 12/30) დიამეტრის არმატურასთან ერთად. არმატურის მრგვალი ფიქსატორები უზრუნველყოფს დამცავ ფენას 10 მმ-დან 30 მმ-მდე.
პროფნასტილი Н75 პროფნასტილი Н75 შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პროფნასტილი სახურავისთვის და როგორც მზიდი პროფნასტილი. პროფნასტილი Н75 წარმოადგენს ფურცლოვან გოფრირებულ პროფილებს ფურცლის სიგანეზე გამეორებადი გოფრებით.
ლითონის ხუფები დამკვეთის ლოგოთი ჩვენ ვაწარმოებთ ხუფებს СКО 1-82 ორ ვარიანტად. თითოეულ მათგანს გააჩნია თავისებურებანი: ხუფები კონსერვირებისთვის სახლის პირობებში СКО 1-82 და ხუფები სამრეწველო კონსერვირებისთვის СКО 1-82 ![]() ლითონის ხუფები ხუფები კონსერვირებისთვის სახლის პირობებში СКО 1-82 შუშის კონსერვის ქილებისთვის, ტიპ-ზომა 1-82 ხუფები კონსერვირებისთვის სახლის პირობებში СКО 1-82 მზადდება საკვები თუნუქისგან, რომელიც განკუთვნილია კონსერვის შეფუთვისთვის, თანამედროვე ლაქსაღებავების გამოყენებით, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მედეგობა მექანიკური დაზიანებების, ტუტე და მჟავა გარემოს მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსერვირებული საკვები პროდუქტების შენახვის უზრუნველსაყოფად. ლითონის ხუფები ხუფები სამრეწველო კონსერვირებისთვის СКО 1-82 შუშის კონსერვის ქილებისთვის, ტიპ-ზომა 1-82 ТУ 10.244.003-90 ხუფები სამრეწველო კონსერვირებისთვის СКО 1-82 მზადდება საკვები თუნუქისგან, რომელიც განკუთვნილია კონსერვის შეფუთვისთვის, თანამედროვე ლაქსაღებავების გამოყენებით, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მედეგობა მექანიკური დაზიანებების, ტუტე და მჟავა გარემოს მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსერვირებული საკვები პროდუქტების შენახვის უზრუნველსაყოფად.
კრაუნ საცობი რუსეთის ბაზარზე შემოსულმა ახალმა ტექნოლოგიებმა - პლასტიკისა და პოლიეთილენის ჭურჭელმა, შესაბამისად, საცობების სხვა ვარიაციებმა, მართალია, კონკურენცია გაუწია სამამულო მწარმოებლებს, მაგრამ მომხმარებელმა ,,მოიყირჭა“ ხელოვნულ ჭურჭელში სასმელების ანალოგიური მასობრივი ჩამოსხმა და უკანასკნელ სამ-ოთხ წელიწადში შესამჩნევად გაიზარდა ინტერესი სამამულო სამომხმარებლო ბაზარზე მოწოდებული ყველა სახის სასმელების კლასიკური სქემის გამოყენების მიმართ. მდარე ხარისხის სასმელებმა და ჩვენი მწარმოებლების ცნობილი ბრენდების გაყალბებებმა, მაღალი დონის მხატვრულ პოლიგრაფიასთან ერთად, გამოიწვია ის, რომ სასმელი უბრალოდ საშიში გახდა ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობისთვის. ლოგოიანი კრაუნ საცობით დაცული შუშის ბოთლი მკაფიოდ განსაზღვრავს აღნიშნული საქონლის ადგილმდებარეობას, დამზადების ადგილსა და გამოშვების თარიღს. ამგვარად, კრაუნ საცობი მეორედ დაიბადა და მოთხოვნის ახალი თალღისას მწარმოებლებს მეორე სუთქვა გაეხსნათ. რა თქმა უნდა, თავად კრაუნ საცობის დამზადებაშიც მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, და არა მხოლოდ ესტეთიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ცნობილი კარტონის შაურიანის ნაცვლად, რომელიც ფირით იყო დაფარული, ამჟამად, ყოველი საცობის ძირში ასხამენ სპეციალურ საკვებ პასტას, ასევე თანამედროვე პოლიმერულ მასალებს: პოლიეთილენს, პოლივინილქლირიდს და სხვ. ამგვარად, კრაუნ საცობი შეესაბამება გოსტ-ებს და თანამედროვე კვების მრეწველობის სტანდარტებს. |
მთავარი |
მეტალინვესტი |
გალერეა |
პროდუქცია |
კონტაქტი |